Главная страница | Регистрация | Вход Четверг, 25 Апреля 2024, 23:43:24
www.შემოიხედე.ucoz.ru
Приветствую Вас guest | RSS
Меню сайта

Разделы новостей
games [34]
თამაშები
music [30]
მუსიკები
sport [40]
სპორტი
klips [26]
კლიპები
videos [37]
ვიდეოები
programs [30]
პროგრამები
pictures [29]
სურათები
movies [58]
კინოები

Наш опрос
როგორია?
Всего ответов: 246
Начало » 2007 » Апрель » 28 » ronaldinho ( biografia )
ronaldinho ( biografia )

რონალდო დე ასის მორეირა (Ronaldo de Assis Moreira), დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიის ქალაქ პორტო ალეგრეში (Porto Alegre), მას ვიცნობთ როგორც რონალდინიოს (პატარა რონალდო) ან რონალდინიო გაუჩოს სახელით, იგი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

სახელის მოხვეჭა მან 17 წლის ასაკიდან დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტეში. პროფესიონალური კარიერა დაიწყო ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბ გრემიოში(Gremio), სადაც თამაშობდა 3 წლის განმავლობაში 1998 წლიდან 2001 წლამდე. ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი ქონდა 1999 წლის 26 იანვარს, ხოლო პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრების მაისურით გაიტანა ვენესუელას წინააღმდეგ, კოპა ამერიკაში გასამარჯვებლად. პირველი ჰეთრიკი შეასრულა საუდის არაბეთის წინააღმდეგ კონფედერაციის თასზე, მოიგო 34 ბრაზილიის თასი, და გაიტანა 13 გოლი.

2001 წელს მან გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი საფრანგეთის კლუბ პარისენჟერმენთან (Paris Saint-Germain) რის შედეგადაც გრემიომ 4.5 მილიონი $-ით გაზარდა ბიუჯეტი. ერთ-ერთ კონფერენციაზე პარიზელთა მენეჯერმა განაცხადა, რომ რონალდინიო უფრო გაიტაცა პარიზის ღამის ცხოვრებამ ვიდრე ფეხბურთმა.

2002 წელს რონალდინიო დაეხმარა ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო რონალდოს და რივალდოსთან ერთად. თავისი საუკეთესო გოლი ამ ჩემპიონათში მეოთხედ ფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა, 35 მეტრის დისტანციიდან.

2003 წელს რონალდინიოს სურდა პსჟ-ს დატოვება რადგან სურდა ევროპის პრესტიჟული ტიტულის მოგება. სწორედ ამ დროს მანჩესტერსა და ბრასელონას სურდათ მისი გადაბირება, საბოლოოდ ეს ესპანელებმა მოახერხეს და შეიძინეს ის 21 მილიონ ევროდ.

სამუელ ეტოოსთან (Samuel Eto'o), დეკოსთან (Deco), ჰენრიკ ლარსონთან (Henrik Larsson) და ლუდვიკ ჟიულისთან (Ludovic Giuly) ერთად მან შეძლო ბარსელონა მიეყვანა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გამარჯვებამდე. მან გაახარა ბარსელონას ფანები ახალი კონტრაქტით რომლითაც მან ბარსელონაში დარჩენის დრო საგრძნობლად გაიხანგრძლივა.

2004 წლის 20 დეკემბერს იგი FIFA-მ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. 2005 წლის ნოემბერში იგი აღიარეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად, გამოკითხივს შედეგად რომელიც ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა ჩაატარა. 2005/2006 წლების სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა როგორც ბარსელონისთვის ასევე რონალდინიოსთვის, როგორც იცით მათ შეძლეს ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

Просмотров: 7148 | Добавил: henry |
%IF($read more$)%$read more$
Форма входа

Календарь новостей
«  Апрель 2007  »
ПнВтСрЧтПтСбВс
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

Поиск по новостям

Друзья сайта
 აქ არის თქვენი ბანერის ადგილი ამისათვის დაგვიკავშირდით   admin.shemoixede@posta.ge

Статистика

Copyright MyCorp © 2006