4 – 5 აპრილს სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა ინტერპრეს-Research-მა თბილისში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა უცხო ენების ცოდნას ეხებოდა. ფლობთ თუ არა რომელიმე უცხო ენას ? 1. - დიახ 71.6% 2. - არა 28.4% მათ შორის 26.4% - მა ორი და მეტი უცხო ენა იცის. რომელ უცხო ენას ფლობთ? 1. - რუსულს - 66.3% 2. - ინგლისურს - 38.5% 3. - გერმანულს - 14.2% 4. - ფრანგულს - 6.9% 5. - იტალიურს - 1.4% 6. - ესპანურს - 1.0% 7-10. - სომხურს - 0.3% 7-10. - აზერბაიჯანულს - 0.3% 7-10. - თურქულს - 0.3% 7-10. - უკრაინულს - 0.3% შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხი, ამიტომ სიხშირეთა ჯამი 100% - ს აღემატება. გამოკითხვის შედეგად დაფიქსირდა ის ფაქტიც, რომ რომელიმე უცხოური ენა, ქალებისა და მამაკაცების ზუსტად თანაბარმა რაოდენობამ 71% - მა იცის !!!
|